Thursday, June 19, 2014

პროექტის სახელწოდება: მეტალთა კოროზია

პროექტის მთავარი იდეა
ისწავლონ მოსწავლეებმა მეტალების ქიმიური თვისებები, მათი შეუცვლელობა ყოფა-ცხოვრებაში, კოროზიის მავნე გავლენა.

პროექტის აქტუალურობა
პროექტი აქტუალურია, რადგან იგი შეესაბამება სასწავლო გეგმით განსაზღვრულ  მიმართულებას და შესასწავლი საკითხის შინაარსს.

პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა მოიძიონ მასალა რაიონში არსებულ რკინის, ფოლადის კონსტრუქციებზე, ობელისკებზე, ძეგლებზე, ნახონ რა უარყოფითი თვისებებისაა კოროზია. დასახონ გზები მის აღმოსაფხვრელად ასევე წამოაყენონ ახალი პრობლემები.

პროექტის მონაწილეთა ასაკი
საჯარო სკოლის X კლასი

პროექტის ხანგრძლივობა:  20 დღე

მოსალოდნელი შედეგები
უნდა გაიღრმავონ ცოდნა, კვლევის უნარი, ინფორმაციის  მოძიების, საუბრების, საგანთაშორის კავშირის  აუცილებლობა.

პროცედურები
ჩამოთვლილის: ანალიზის, ინფორმაციის მოძიების, ორგანიზების,  ანგარიშებით თანდათანობით წარმოდგენის, ბიბლიოთეკის პრეზენტაციით, მსჯელობით, წერითი სამუშაოთი ხდება შეფასება.

შეფასების კრიტერიუმები
ა)ისტ-ის გამოყენება
ბ) ჯგუფში თანამშრომლობა
გ) ინოვაცია
დ)მსჯელობა
ე)სინთეზი
ვ)თვითდამკვიდრებისათვის
ზ)თვითრეალიზება
შევქმნით ერთობლივად განმავითარებელი შეფასების რუბრიკას. დაბალი - C, საშუალო -  D, მაღალი - S
ეს გაეცნობა მოსწავლეებს ინსტრუქციების მიცემამდე.

წინასწარი ცოდნა
 იციან მეტალების შესახებ: ფიზიკური და ქიმიური თვისებები, მიღება ელექტროლიზის პროცესი.

ძირითადი აქტივობები და სტრატეგიები
 უმჯობესია შეკითხვების სახით ჩამოყალიბდეს:
ა)რატომ ხდება კოროზია?
ბ) ბუნებაში რა პროცესები ხდება?
გ)რა იცით მჟავა წვიმების შესახებ?
დ)უარყოფითი?
ე) მძიმე მრეწველობაში?
ვ)მსუბუქ მრეწველობაში?
ზ) ყოფა-ცხოვრებაში რა ზარალი იცით?
თ)რა პორობლემას წამოაყენებთ?
ი)როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა თქვენს დონეზე?

რესურსები

მეტალების კოლექცია, ენციკლოპედია, ჟურნალ-გაზეთები, სურათები, სახელმძღვანელო, ისტი, კითხვარები.

პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა მაჭარაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: leilamacharadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი: http://leilasblogi53.blogspot.com/

No comments:

Post a Comment